დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მივესალმები, თუ მთავრობა ახალი აეროპორტის აშენებას გადაწყვეტს - Georgian Airways-ის დამფუძნებელი

მივესალმები, თუ მთავრობა ახალი აეროპორტის აშენებას გადაწყვეტს - Georgian Airways-ის დამფუძნებელი

2023-05-13 12:00:13

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი თბილისში ახალი აეროპორტის აშენების იდეას მიესალმება და მიაჩნია, რომ ახალი აეროპორტი ახალ გამოწვევებთან თანხვედრაში იქნება. 

„არსებული აეროპორტი იმთავითვე არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც უნდა იყოს უსაფრთხოების კუთხით: ორივე მხრიდან ასაფრენ/დასაფრენ ზოლს აქვს ხევი: ერთი ლოჭინის ხევი, მეორე ორხევი.

1992 წელს თვითმფრინავი ვერ აფრინდა, რადგანაც არ ეყო ზოლის სიგრძე. ბევრი პარამეტრებია, რაც მომავალი განვითარების გეგმებს არ პასუხობს. აეროპორტის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს. აეროპორტი 30-იან წლებში აშენდა და მაშინ ალბათ იმდროინდელ მოთხოვნებს პასუხობდა. დღევანდელ რეალობაში კი სხვა ვითარებაა. 

მივესალმები, თუ მთავრობა ახალი აეროპორტის აშენებას გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა ააშენოს ეს აეროპორტი და თუ მართვაში გადაცემის საკითხი დადგება, მაშინ როგორც სასტუმროების შემთხვევაში ხდება, სამართავად რომელიმე საერთაშორისო ბრენდს უნდა გადაეცეს. მართვის უფლებით მაქსიმუმ 12% -ის გადაცემა უნდა მოხდეს და არა 100%-ის“, - აცხადებს გაიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა თებერვალში გააკეთა. 

შემდეგ ფინანსთა მინისტრმაც მისი მშენებლობის აუცილებლობაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება - დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება“.

მინისტრის თქმით, შეზღუდვა, რომელიც მოქმედ აეროპორტთან ხელშეკრულების პირობებშია და 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები