დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარი გამოწვევაა, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარება - პრემიერი

მთავარი გამოწვევაა, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარება - პრემიერი

2023-10-10 14:18:30

მთავარი გამოწვევაა, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარება, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „პროფესიული განათლება – ახალი ხედვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„გვესმის კარგად, რომ მძლავრი ეკონომიკური განვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალის შექმნა და პროფესიონალების ჩამოყალიბება, რომელთა ცოდნა და უნარები სრულ შესაბამისობაში იქნება დამსაქმებლისა და კერძო სექტორის საჭიროებებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი პრეზენტაცია, კერძო სექტორისთვის ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. 

„ეს არის ინოვაციური შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში ჩვენს მიერ თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას. ასევე თქვენთან ერთად პროფესიული პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველჰყოფს ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებასა და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები