დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნიკოლი“ ინგლისის ბაზარზე შედის

„ნიკოლი“ ინგლისის ბაზარზე შედის

2024-01-22 14:00:00

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის Nikolli-ის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ დაახლოებით 10 დღეში, კომპანიის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის გაყიდვები ინგლისში, ლონდონში დაიწყება. 

მისი თქმით, 2024 წელს კომპანია საექსპორტო მიმართულებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ექსპორტის მიმართულებით ქუვეითთან გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი. გასულ წელს ექსპორტზე 4 ქვეყანაში გავედით, ახლა გვაქვს შეკვეთა ლონდონიდან, რომლის საწარმოო პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია და მალე გაიგზავნება. ეს პირველი პრეცედენტია და 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია ინგლისში თებერვლიდან გამოჩნდება“, - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, კომპანიის პროდუქტზე კანადიდანაც არის მოთხოვნა. მალე გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გაიგზავნება საუდის არაბეთსა და ქუვეითში.

„2024 წელს გვექნება სიახლეები როგორც პროდუქციის დამატების კუთხით, ისე საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რეგიონების ათვისება. ამასთან, საექსპორტო მიმართულება ჩვენი პრიორიტეტია. რადგან არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტ ბაზარზე გავიდეთ და მეტი ბაიერი მოვიზიდოთ. აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებში“, - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.

ახლახან „ნიკოლი“ იტალიაში Pitti Immagine Bimbo-ს გამოფენაში მონაწილეობდა, რომელიც ფლორენციაში 17-19 იანვარს გაიმართა.

როგორც ნიკა ნიკოლაშვილი ამბობს, პოტენციურ პარტნიორებთან საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს და ელოდებიან შეტყობინებას.

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ადგილობრივ ბაზაზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 3 თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები