დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნიკოლი“ PLAYTIME PARIS -ის გამოფენიდან შეკვეთებით დაბრუნდა

„ნიკოლი“ PLAYTIME PARIS -ის გამოფენიდან შეკვეთებით დაბრუნდა

2023-07-08 19:00:28

საბავშვო ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა Nikolli/ ნიკოლიმ სულ ახლახან PLAYTIME PARIS ის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორედ წარსდგა.

კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ გამოფენიდან ორი შეკვეთით დაბრუნდა, თუმცა მოლოდინი მეტი იყო, რასაც პარიზში განვითარებული მოვლენების გამო ხელი შეეშალა.

„კონკრეტულ გამოფენაზე მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. მე ეტაპზე პარიზში არსებულმა არეულობამ საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა იმ კუთხით, რომ ხალხის ნაკლებობა იგრძნობოდა. თუმცა ორი შეკვეთა მაინც წამოვიღეთ, რომელთაგან ერთი ფრანგული კომპანიაა, მეორე - ინგლისური.

ბრენდები, რომელთა პრიორიტეტს ექსპორტზე გასვლა წარმოადგენს, გამოფენები ყველაზე კარგი გზა და შესაძლებლობაა, რაც განვითარების შანსს გვაძლევს. გლობალურ გამოფენებზე პირდაპირ ვხვდებით პოტენციურ მყიდველებს, რაც ჩვენს საქმიანობაზე დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს", - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.

მისი ინფორმაციით, PLAYTIME PARIS-ის საერთაშორისო გამოფენა პარიზში 1-3 ივლისს გაიმართა.

რაც შეეხება ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესს, ორიოდე თვის წინ „ნიკოლის“ ახალი ფილიალი საბურთალოს სითი მოლში გაიხსნა.

უახლოეს პერიოდში კი კომპანია რეგიონის მიმართულებით გაფართოებას და კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

„წარმოება ფართოვდება, ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ მუდმივად იზრდება მოთხოვნა და მაქსიმალურად ვცდილობთ, მიწოდება უზრუნველვყოთ", - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 40 ადამიანია დასაქმებული და კიდევ 15 ადამიანის დამატება იგეგმება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები