დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პანდემიის შემდეგ საქართველოში სამაგიდო თამაშები პოპულარული გახდა - Board Games Corner-ი

პანდემიის შემდეგ საქართველოში სამაგიდო თამაშები პოპულარული გახდა - Board Games Corner-ი

2023-04-06 17:30:25

Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების კლუბი და მაღაზიაა, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და მრავალფეროვანი არჩევანით დიდ ინტერესს იწვევს.

პანდემიის პერიოდში შექმნილი ბიზნესი საქართველოში უმოკლეს დროში გახდა პოპულარული და დღეს უამრავი მიმდევარი ჰყავს.

როგორც Board Games Corner -ის დამფუძნებელი ბონდო ლომიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, კლუბში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია: წარმოდგენილია როგორც კლასიკური სამაგიდო, ასევე სტრატეგიული, ე.წ. როლური თამაშები – განვითარებაზე, ბლეფზე, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული, მისტიკური და ზღაპრული, ე.წ. party games და ა.შ.

„სამაგიდო თამაშების მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ძალიან დიდი არჩევანი და თამაშისთვის მიმზიდველი გარემო გვაქვს. წარმოდგენილი მომსახურებით სარგებლობა 3 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

სამაგიდო თამაშები განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდში გახდა პოპულარული და თანდათან გაიზარდა მოთხოვნა. საზღვარგარეთ ეს სახეობა საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია, ვინაიდან განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც საინტერესო თამაშს ვერ იპოვის, თუ ინტერესს გამოავლენს. ძალიან საინტერესოდ ვითარდება სფერო და მოთხოვნაც იზრდება“, - ამბობს ბონდო ლომიძე.

ამდენად, როგორც Board Games Corner-ის დამფუძნებელი ამბობს, სამაგიდო თამაშების კულტურა ახლა ვითარდება საქართველოში და ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული ხდება. მათ შორის მოსწავლეებსა და სტუდენტებში.

სათამაშო მაგიდების ცნობილი კლუბი თანამშრომლობს რამდენიმე სკოლასთან და უნივერსიტეტთან.

„გვინდა მაქსიმალურად პოპულარული გავხადოთ სამაგიდო თამაშები საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს. ვათამაშებთ ვაუჩერებს და ვცდილობთ, თამაშების ეს სახეობა უფრო ცნობილი და პოპულარული გახდეს ქვეყანაში“, - ამბობს ლომიძე Business Insider Georgia-თან .

რაც შეეხება ფასებს, იწყება 10 ლარიდან და 150 ლარს აჭარბებს, თამაშის სახეობისა და სირთულის შესაბამისად. გარდა კლუბში თამაშისა, მომხმარებელს სასურველი თამაშის შეძენაც შეუძლია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები