დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პანდემიური შოკიდან გამოვედით - „თელავის ღვინის მარანი“

პანდემიური შოკიდან გამოვედით - „თელავის ღვინის მარანი“

2023-06-05 14:00:37

კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ ღვინომ WinExpo 2023-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედალი მოიპოვა. კონკურსზე სულ „თელავის ღვინის მარნის“ 4 ღვინო იყო წარდგენილი, საიდანაც ერთმა ოქროს, ორმა ვერცხლის და ერთმაც ბრინჯაოს მედალი აიღო.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში უთხრეს, ოქროს მედალი მოიპოვა „თელავის ღვინის მარნის “ საფერავმა რეზერვი (2012 წლის მოსავალი), ვერცხლის მედლები აიღეს „თელავის ღვინის მარნის“ სატრაპეზო საფერავმა და სატრაპეზო მწვანემ. „თელავის ღვინის მარნის“ 10-მა ქვევრმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

„ოქროს მედალი მოიპოვა თელავის ღვინის მარნის 2012 წლის რეზერვმა. ჩვენს კომპანიას უწყვეტი ას წლოვანი ღვინის წარმოების ისტორია აქვს და საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ ბევრი ჯილდო გვაქვს მოპოვებული. 

ადგილობრივ ბაზარზე ასეთი სახის წარმატება ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთხელ გაახსენებს „თელავის ღვინის მარნის“ მაღალ ხარისხს, რადგანაც ჩვენ სწორედ ასე ​ვპოზიციონირებთ ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, როგოორც  ქართული მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელი. ეს აღიარება კი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კომპანია, მართლაც მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს“, - აცხადებს „თელავის ღვინის მარნის“ საქართველოს გაყიდვებს მენეჯერი ილია მაცაბერიძე.

როგორც მაცაბერიძე ამბობს „თელავის ღვინის მარნის“ ღვინოები ექსპორტზე 24 ქვეყანაში იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ფაქტობრივად მთელს მსოფლიოშია წარმოდგენილი. 

„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, რაც პანდემიური შოკიდან გამოვედით, ღვინოს სექტორი დამოკიდებულია ტურისტულ პერიოდებზე, ტურისტულ ნაკადებზე და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე. თუმცა სტაბილური ზრდა ბაზარზე, ჩვენს შემთხვევაში, 30-დან 40%-მდეა. ხოლო რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალს, რაიმე არაგეგმიური ზრდა არ ყოფილა, აქაც საუბარია 20-30%-იან ზრდაზე. 

ჩვენი კომპანია წარმოების გაფართოების კუთხითაც საკმაოდ პროგნოზირებულად მუშაობს. წარმადობა ყოველწლიურად 5-დან 7 მლნ ბოთლამდეა, ამიტომაც საექსპორტო მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობაც შეიცვალოს“, - განმარტავს ილია მაცაბერიძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები