დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიერმა, სწორი გზავნილი გააჟღერა ბიზნესთან მიმართებით - ლევან ვეფხვაძე

პრემიერმა, სწორი გზავნილი გააჟღერა ბიზნესთან მიმართებით - ლევან ვეფხვაძე

2024-03-01 12:45:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ BAG-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა სწორი გზავნილი გააჟღერა ბიზნესთან მიმართებით.

„როდესაც პრემიერმა მოისმინა ჩვენი ხედვა და ის ძირითადი ტენდენციები, რაც ბიზნესის კეთებას უკავშირდება, მოისმინა BAG ინდექსის მონაცემები, მან სწორი გზავნილი გააჟღერა ბიზნესთან მიმართებით - ეს არის თანამშრომლობა“,-განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, დღეს მთავრობა ბიზნესისგან ელის კონკრეტულ შეთავაზებებს, რათა შენარჩუნდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენ ბუნებრივია გვექნება განხილვა, შიდა დისკუსიები და შეთავაზებები ცხადია, ასოციაციიდანაც გაჟღერდება. ჩვენ გვექნება სექტორული შეთავაზებები, მომზადებული დოკუმენტები, პროფესიონალურად დამუშავებული, იმისთვის, რომ დღეს მაღალი კომპეტენციაა ბიზნესში იმისთვის, რომ მსგავსი კონკრეტული შეთავაზებები გაკეთდეს და შესაბამისად, შემდეგ ეს დოკუმენტები იქნება მთავრობასთან განხილული“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები