დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი შუა დერეფნის გავლით სატვირთო მიმოსვლის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი შუა დერეფნის გავლით სატვირთო მიმოსვლის გაზრდას გეგმავს

2023-07-23 17:00:19

ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის 500 000 კონტეინერამდე გაზრდას გეგმავს. 

ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა  „ცენტრალური აზია + ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს“ პირველ სამიტზე განაცხადა.

თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი იღებს ზომებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის.

„ამჟამად ჩვენი რეგიონის ქვეყნები იღებენ აქტიურ ზომებს მარშრუტების დივერსიფიკაციისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტების განვითარებისთვის, თავის მხრივ, ყაზახეთი პრიორიტეტს ანიჭებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესაძლებლობების გაზრდას.

ჩვენ ვაპირებთ სისტემატურად გავზარდოთ ტვირთების ნაკადი ამ მარშრუტით და 2030 წლისთვის წელიწადში 500 000 კონტეინერამდე გავზარდოთ. გარდა ამისა, ყაზახეთი იღებს ზომებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის“, - განაცხადა თოყაევმა. 

თოყაევმა ასევე აღნიშნა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო არის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტერიტორიაზე არის 30 მილიარდ ტონაზე მეტი ნავთობის დადასტურებული მარაგი და 20 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. რეგიონი, ნავთობისა და გაზის რესურსების თვალსაზრისით არაბეთის ნახევარკუნძულის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე გახდება. 

ყაზახეთი, როგორც OPEC+-ის შეთანხმების წევრი, უაღრესად აფასებს თანამშრომლობას ორგანიზაციის ქვეყნებთან და მზად არის გააღრმავოს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა. ჩვენი ქვეყანა აქტიურად მუშაობს ენერგიის ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციაზე.

ამავდროულად, ყაზახეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალი გენერატორის მოდერნიზაციას და განვითარებას, მოწინავე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას საძიებო-წარმოების სფეროში, ასევე თანამედროვე ნავთობქიმიური მრეწველობის განვითარებაზე“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

23 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები