დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთში „ნენას“ პროდუქციის გატანა დავიწყეთ, თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან და საბერძნეთთან - KTW ჯგუფის პრეზიდენტი

ყაზახეთში „ნენას“ პროდუქციის გატანა დავიწყეთ, თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან და საბერძნეთთან - KTW ჯგუფის პრეზიდენტი

2024-03-25 11:08:00

როგორც 2023 წლის მიწურულს დავაანონსეთ, კომპანია „ნენა“ 2024 წლიდან ექსპორტის ბაზრების გაფართოებას აგრძელებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს KTW ჯგუფის პრეზიდენტმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, კომპანიამ ყაზახეთში პროდუქციის გატანა უკვე დავიწყეთ, თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან და საბერძნეთთან.

"ნენას“ საწარმოები წარმოების მოცულობას ყოველ წელს ზრდიან საექსპორტო ბაზრებზე მათ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ „ნენას“ პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე დიდ მოწონებას იმსახურებს. ამის მიზეზი კი, ერთია - „ნენას“ პროდუქცია მხოლოდ ნატურალური ნედლეულით მზადდება. კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა - „ნენა“ 40-მდე დასახელების პროდუქციას ჩოხატაურში და 30-მდე დასახელების პროდუქციას ქედაში აწარმოებს, კერძოდ: კომპოტებს, მურაბებს, მარინადებს, ჯემებს, ტყემალ-საწებლებსა და თაფლებს. „ნენა“ ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გადის: ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, გერმანია, ლატვია და ყაზახეთი“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

2014 წელს, KTW ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია ახალი მიმართულებით და ააშენა ორი ხილის გადამამუშავებელი საწარმოო ქარხანა დასავლეთ საქართველოში (ქედასა და ჩოხატაურში), რომლებიც ექსპულატაციაში შევიდა 2015 წლის სექტემბერში „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით. ზემოთხსენებული საწარმოები შესაძლებელს ხდის მოამარაგონ ევროპული სტანდარტებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრები.

„ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი პროდუქცია აერთიანებს კომპოტის, მურაბის, ჯემის, ნექტრის, ასევე საწებლის ნაირსახეობებს, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს ნამდვილი ქართული წარმოშობის ტყემალი და აჯიკა იკავებს. ასევე ახალ მიმართულებას - უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ქართულ თაფლს. „ნენა“-ს პროდუცია არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, გმო-ს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აკრძალულია საქართველოსა და ევროკავშირში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები