დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა 768 250 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა 768 250 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

2023-04-24 21:12:13

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილისა და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 462 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი (Iphone 166 ცალი, Samsung 296 ცალი) გამოავლინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 768 250 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები