დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
QooQy Bakery -ის ფრანჩაიზი ხელმისაწვდომი ხდება

QooQy Bakery -ის ფრანჩაიზი ხელმისაწვდომი ხდება

2024-04-10 17:00:00

QooQy Bakery -ის ფრანჩაიზი ხელმისაწვდომი ხდება, -ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ Busness Insider Georgia - ს განუცხადა.

„გამოვაცხადეთ ფრანჩაიზის გაყიდვების შესახებ. ძალიან დიდი დაინტერესებაა. ორ ფილიალს თბილისსა და ბათუმში ჩვენ გავხსნით,  დანარჩენის გახსნას ვგეგმავთ ფრანჩაიზის მოდელით. დაახლოებით 100-მდე განცხადებაა შემოსული. სავარაუდოდ შერჩევის პროცესი თვის ბოლოს დასრულდება. მსურველს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების გამოცდილება. ცნობილია, რომ მმართველობაში არავის არ ვრთავთ. ასევე უნდა ჰქონდეს საჭირო კაპიტალი ფილიალის გასახსნელად“, - ამბობს ილია გეფერიძე.

QooQy Bakery  ბათუმსა და თბილისში ფილიალების გასახსნელად დაახლოებით 500 ათასი ლარს მოზიდვას ფინანსური ინსტიტუტებიდან გეგმავს.

QooQy Bakery  ამ დროისთვის 4 ფილიალით არის წარმოდგენილი და 75 ადამიანია დასაქმებული.

იგივე თემაზე: 

2024 წელს ბაზარზე 10 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილი - ,,ქუქი ბეიქერი"

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები