დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ბაზარზე 10 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილი - ,,ქუქი ბეიქერი"

2024 წელს ბაზარზე 10 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილი - ,,ქუქი ბეიქერი"

2023-07-18 10:00:21

QooQy Bakery/,,ქუქი ბეიქერის" პოზიციები ბაზარზე წლიდან წლამდე უმჯობესდება. ზუსტად 2 წლის იუბილეს კომპანია 5 ფილიალით და 83 თანამშრომლით ხვდება და მდგრად განვითარებას აგრძელებს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე Busness Insider Georgia - თან ამბობს, დაგეგმილია დამატებით 5 ახალი ფილიალის გახსნა. შესაბამისად, თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგდება, რის მიღწევაც 2024 წელს იგეგმება.

„2021 წლის 17 ივლისს გავხსენით პირველი ობიექტი თბილისში. 2 წლის ვართ და მოვახერხეთ 5 ახალი ფილიალის გახსნა, სადაც 83 დასაქმებული გვყავს. ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის. ოფისების რაოდენობასთან ერთად, იზრდება პროდუქციის ასორტიმენტი და უფრო მრავალფეროვანი ხდება. წელს კოქტეილები და ლანჩის ხაზი დავამატეთ. ვგეგმავთ სახლური ტორტების დამატებას, რაც ასევე სიახლე იქნება. მიზნად დავისახეთ, რომ ,,ქუქი ბეიქერი“ გახდეს სექტორში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ პროდუქციას შესთავაზებს. მომავალ წელს უკვე 10 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილი. შესაბამისად, დასაქმებულების რაოდენობაც გაორმაგდება" - ამბობს ილია გეფერიძე. მ

ისი ინფორმაციით, ნედლეულის ძირითადი მომწოდებელი იტალია და საფრანგეთია, რომელთანაც „,ქუქი ბეიქერს" პირდაპირი კონტაქტი აქვს. კომპანია ამ დროისთვის 50-მდე სახეობის საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ორცხობილებს აწარმოებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

22 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები