დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ახალ მიმართულებებს ამატებს თბილისიდან Georgian Airways-ი

რა ახალ მიმართულებებს ამატებს თბილისიდან Georgian Airways-ი

2023-05-14 00:11:00

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან გარკვეული მიმართულებების განახლებაზე და  ახალ მიმართულებების დამატებაზე მუშაობს.

როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, ივნისიდან ავიაკომპანია ბერლინის, ლარნაკასა და მილანის (ბერგამო) მიმართულებებს ამატებს. 

წინასწარი ინფორმაციით, Georgian Airways-ი ბერლინის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით დაიწყებს ოპერირებას, ასევე კვირაში 2 სიხშირეს ამატებს მილანის მიმართულებითაც.

რაც შეეხება Georgian Airways-ის კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ლარნაკას, თბილისი-ლარნაკა-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ფრენებს. 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ასევე მუშაობს ბრიუსელის, პრაღას, რომის მიმართულებების დამატებაზეც.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები