დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს ავტობუსით თბილისიდან მოსკოვში ჩასვლა

რა ღირს ავტობუსით თბილისიდან მოსკოვში ჩასვლა

2023-06-29 17:00:28

დღეისათვის რუსეთის მიმართულებით საავტომობილო გზით სამგზავრო გადაყვანებს საქართველოში რეგისტრირებული 15 კომპანია ახორციელებს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საერთაშორისო მარშრუტებზე მომუშავე გადამზიდველების შესახებ ინფორმაცია 2023 წლის იანვრის მდგომარეობით თარიღდება, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით სამგზავრო გადაყვანებს 15 კომპანია ასრულებს.

„ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯია“ სს თბილისის ცენტრალური ავტოსადგურს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ მოსკოვის მიმართულებით რეისები ყოველდღიურად სრულდება და ბილეთის ღირებულება 250 ლარს (ერთი გზა) შეადგენს. 

იმ 15 გადამზიდავი კომპანიის ჩამონათვალი, რომელთაც რუსეთის მიმართულებით საავტომობილო გზით სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებენ ან ნებარვა აქვთ (2023 წლის იანვრის მდგომარეობით) ასე გამოიყურება:

  • სს თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი
  • შპს ჯორჯია ვეგა
  • შპს ჯორჯია ვეგა 017
  • შპს ნუგო ტური
  • იმ ინგა მკრტჩიანი-ინგა თრეველ
  • შპს ბასლაინს
  • შპს ანა მარია ტური
  • შპს მომსახურება
  • შპს ავტოტრანსი
  • შპს სალხინო 21

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები