დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახლად გახსნილი ზიპლაინის მომსახურება

რა ღირს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახლად გახსნილი ზიპლაინის მომსახურება

2023-05-30 15:01:50

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინი გაიხსნა, რაც ტურისტებისათვის საკმაოდ პოპულარული ატრაქციაა.ორ ზოლიანი ზიპლაინის სიგრძე 500 მეტრია, რაც იმას ნიშნავს რომ ერთდროულად 2 ადამიანის დაშვებაა შესაძლებელი.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინის პროექტი კომპანია „მწვანე ლაინმა“ განახორციელა, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 პროექტი აქვს განხორციელებული.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი მერკვილაძემ განუცხადა, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინი მარტიდან ფუნქციონირებს და დღეში 30-40 ადამიანს ემსახურება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციას დაახლოებით 500 000 ლარია. 

გიორგი მერკვილაძე ამბობს, რომ ზიპლაინის მომხმარებელთა 99%-ი უცხოელია, ძირითადად კი გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ყველაზე აქტიური თბილისის ბოტანიკურ ბაღში განთავსებული ზიპლაინია, რომლის სიგრძეც 300 მეტრია.

„მწვანე ლაინის“ პროექტია ასევე ორი ზიპლაინი ოკაცეს ჩანჩქერზე: 500 მეტრიანი და 200 მეტრიანი და ასევე კუს ტბიდან  ვაკის პარკამდე 1200 მეტრიანი ზიპლაინი

„ახლა ვმუშაობთ, ბალდის კანონში ვაკეთებთ ზიპლაინის მაგვარ როლერს და ასევე პრომეთეს გამოქვაბულთან ვამონტაჟებთ როლერს.  სავარაუდოდ ეს ობიექტები 2024 წელს გაიხსნება“, - განმარტა გიორგი მერკვილაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩავლით აჭარაში სულ 5 ზიპლაინია, საიდანაც ორი ქობულეთის მუნიციპალიტეტი (ორივე ზიპლაინი ჩაქვისთავშია), ხოლო ორიც ქედის მუნიციპალიტეტში (ერთი მახუნცეთშია განთავსებული, ხოლო მეორე პირველ მაისში) მდებარეობს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები