დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს საწვავი მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში

რა ღირს საწვავი მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში

2023-08-17 12:00:21

17 აგვისტოს მონაცემებით, მსხვილ სადისტიბუციო ქსელებში 1 ლიტრ სხვასასხვა ტიპის საწვავსა და დიზელზე შემდეგი ფასები ფიქსირდება: 

სოკარი 

 

  • სუპერი –  3.70 ლარი 
  • პრემიუმი –  2.95 ლარი
  • რეგულარი – 2.70  ლარი
  • ევრო დიზელი – 3.00 ლარი
  • დიზელი –  2.89 ლარი
  • გაზი – 1.55 ლარი

 

ვისოლი

 

  • ეკო სუპერი –  3.65 ლარი
  • ეკოპრემიუმი –  2.98 ლარი
  • ევრო რეგულარი – 2.72 ლარი
  • ევრო დიზელი – 2.92 ლარი
  • ეკო დიზელი – 2.99 ლარი
  • დიზელ ენერჯი –   2.87 ლარი
  • გაზი – 1.59 ლარი

 

ლუკოილი

 

  • სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
  • ევრო სუპერი –  3.51 ლარი
  • პრემიუმ ავანგარდი –   2.78 ლარი
  • ევრო რეგულარი –  2.50 ლარი
  • ევრო დიზელი –  2.90 ლარი

 

რომპეტროლი

 

  • სუპერი –  3.69 ლარი
  • ევრო პრემიუმი – 2.87  ლარი
  • ევრო რეგულარი – 2,65 ლარი
  • efix ევრო დიზელი – 3.12 ლარი
  • ევრო დიზელი –  3,07 ლარი

 

გალფი

 

  • სუპერი – 3.65 ლარი
  • G-Force პრემიუმი –  2,99 ლარი
  • G-Force ევრო რეგულარი –  2.79 ლარი
  • რეგულარი – 2.69 ლარი
  • ევრო დიზელი –  3.05 ლარი
  • დიზელი –  2.95 ლარი
  • გაზი – 1.69 ლარი

 

პორტალი

 

 

  • პრემიუმი –  2.69 ლარი
  • ევრო რეგულარი – 2.45 ლარი
  • ევრო დიზელი – 2.99 ლარი
  • effect დიზელი –  2.89 ლარი
  • დიზელი –  2.65 ლარი

 

17 აგვისტოს მდგომარეობით, მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში 1 ლიტრი პრემიუმის საწვავის ფასი 2.69 ლარიდან 2,95 ლარამდეა. 

ევროდიზელი ყველაზე ძვირი „რომპეტროლის“ ქსელშია და 3,07 ლარი ღირს, ყველაზე იაფი კი პორტალის ქსელში 2,99 ლარი.  

მანამდე Business Insider Georgia-მ მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში საწვავის ფასებზე ინფორმაცია 3 ივლისს გამოაქვეყნა. 

 

3 ივლისის მონაცემებიდან ჩანს, რომ თითმის ყველა დიდ ქსელში 1 ლიტრი პრემიუმის საწვავი 2,77 ლარი ღირს. ყველაზე იაფი პრემიუმის ტიპის საწვავი ლუკოილის ქსელშია და ლიტრზე 2,68 ლარს შეადგენს.  

ევრო დიზელი ყველაზე ძვირი „რომპეტროლის“ და „სოკარის“ ქსელშია და 3,14 ლარი ღირს, ყველზე იაფი კი „ვისოლის“ ქსელშია და 3.04 ლარი ღირს.  

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, რომ საწვავის ფასები ქვეყანაში რჩება დაბალ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე ბოლო კვირებში ბენზინზე ფასები გაიზარდა. 

„ევროპაში არსებული ვითარების შემხედვარე ჩანს, რომ იქ ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასების უმნიშვნელო ზრდაა, მრავალმხრივი ზრდა განპირობებულია რუსეთის მხრიდან საექსპორტო გადასხადის შემოღებით. რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა ფასების ზრდაზე, თუმცა საწვავის ფასები საქართველოში შედარებით დაბალი რჩება“, - განაცხადა იობაშვილმა. 

„საქსტატის“ 2023 წლის ივლისის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ბენზინის ღირებულება 29,8%-ით, ხოლო დიზელის საწვავის 37,6%-ით შემცირდა.

საქართველოს საავტომობილო საწვავის მთავარი მიმწოდებელი რუსეთია. 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ამ ქვეყნიდან ყველაზე მეტი საავტომობილო საწვავია იმპორტირებული, რაც მთლიანი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები