დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა რაოდენობის ტურისტი ჩავიდა საქართველოდან აზერბაიჯანში - სტატისტიკა

რა რაოდენობის ტურისტი ჩავიდა საქართველოდან აზერბაიჯანში - სტატისტიკა

2024-01-19 09:00:00

2023 წელს საზღვარგარეთ წასული აზერბაიჯანის მოქალაქეების საერთო რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 25,5%-ით გაიზარდა და 1 868,7 ათასი ადამიანი შეადგინა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში რუსეთში მოგზაურთა რიცხვი გაიზარდა 1,5-ჯერ, საქართველოში კი 31,8%-ით, თურქეთში - 24,3%-ით, ხოლო ირანში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა 27,7%-ით შემცირდა.

ირკვევა, რომ 2023 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული მოქალაქეების 43,6%-ი თურქეთს ეწვია, 21,5%-ი რუსეთს, 9%-ი საქართველოს, 7,6%-ი ირანს, 18,3% კი სხვა ქვეყნებს. 

2023 წელს აზერბაიჯანში ვიზიტორები 187 ქვეყნიდან და მათმა საერთო რაოდენობამ 2085,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი 30,2%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

აზერბაიჯანის სტატისტიკის უწყების განმარტებით, ქვეყანაში ჩასული ვიზიტორების 30% რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, 18,1% თურქეთის, ხოლო 7,9%, ირანის. იმავდროულად ქვეყანაში ჩასული ვიზიტორების 5,6% აზერბაიჯანს ინდოეთიდან ეწვია, 5%-ი საქართველოდან, 3,9% საუდის არაბეთიდან, 2,8%-ი ყაზახეთიდან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები