დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უნდა გაკეთდეს შავ ზღვის საქართველოს აკვატორიაში მოტივტივე ნაღმების საფრთხის გასანეიტრალებლად - მოსაზრება

რა უნდა გაკეთდეს შავ ზღვის საქართველოს აკვატორიაში მოტივტივე ნაღმების საფრთხის გასანეიტრალებლად - მოსაზრება

2023-02-18 17:07:50

„ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მსგავსი ინციდენტისგან, რაც ბათუმში მოხდა, [ბათუმის სანაპიროსთან ზღვაში მოდრეიფე ნაღმი აფეთქდა. რედ] შავი ზღვის რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით მსგავსი ინციდენტებისგან დაზღვეული არ არის მოლდოვა, ბელორუსი, პოლონეთი, რომ საომარი მოქმედებების შედეგად მათ ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ფრაგმენტი არ მოხვდეს.

„ამ რეალობის პირობებში, აღნიშნულ ვითარებას ხელისუფლება საქმიანად უნდა მიუდგეს“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე და პრევენციის რამდენიმე პრევენციულ ზომას ასახელებს:

 

  • ნაღმი, როგორც ჩანს უკრაინაში დანაღმული სანაპირო ზოლიდან მოწყდა. შესაბამისად, აქ პრევენციის ყველაზე კარგი საშუალებაა საზღვაო აკვატორიის უწყვეტი მონიტორინგი. ასევე იმ ტერიტორიული წყლების, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. აქ შეიძლება გამოყენებული იყოს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან თვალთვალის მექანიზმი.
  • ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული შეთანხმება შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთობლივად განახორციელებენ მონიტორინგს. ასევე მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა“.

 

მისივე თქმით, საჭიროა ფრთხილი და გათვლილი მოქმედება, რათა საქართველოს იმიჯსა და ტურიზმის სექტორს ზიანი არ მიადგეს.

 

  • „მე არ მოვუწოდებ რომ ჩაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები - დანაღმულია, რადგან ეს არ წაადგება არც ქვეყანას და ტურიზმს. ზღვაზე ჯებირების დადგმასა და ბლოკირებას ვფიქრობ, ეფექტი არ ექნება. მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლების კუთხით უნდა ჩატარდეს კამპანია.
  • მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ უცხო სხეული, რომელსაც ისინი ხედავენ ზღვაში, რომელიც ლითონისაა და აქვს ნაღმის ფორმა, ხელი არ ახლონ, არ უნდა ეცადონ ნაპირზე გამოტანა და ა.შ.
  • ეს ნაღმები არ არის პატარა ზომის, რომ შეუმჩნეველი დარჩეს. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსასვლელი გზები. მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი. განხორციელდეს შესაბამისი მოქმედებები და მითითებები. ეს ინფორმაცია უნდა გადაეცეთ კაპიტნებს, რომლებიც ახორციელებენ გემების მიმოსვლას“, - აღნიშნავს კაპანაძე.

 

მისივე თქმით ნაღმის გაუვნებლება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მონიტორინგი და ყურადღება აუცილებელია.  „კერძოდ უნდა მოხდეს ნაღმის გატანა ზღვაში უსაფრთხო ადგილზე და  იარაღით მისი განადგურება“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 13 თებერვალს სანაპიროსთან მოდრეიფე ნაღმი აფეთქდა. შს სამინისტროს ცნობით,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები