დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობა აქვს ხის სახლს, მონოლითურთან შედარებით - „ვინსონი“

რა უპირატესობა აქვს ხის სახლს, მონოლითურთან შედარებით - „ვინსონი“

2023-05-08 16:40:45

სამშენებლო კომპანიაში “ვინსონის” (რომელიც უკვე 17 წელია რაც ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს), წარმომადგენლები ბაზარზე არსებულ მიდგომას, რომ ხის სახლი მონოლითურზე გაცილებით იაფი ღირს, არ იზიარებენ, რასაც მაღალი ხარისხის მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ხსნიან.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სტატისტიკის მიხედვით, მოთხოვნის ზრდა დაბალი ფასითაა განპირობებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრენდს, ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე, ხის კონსტრუქციების მშენებლობაში, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მშენებლობა სრული სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, სადაც ყველა ის დეტალია გათვალისწინებული, რაც სახლის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სწორად შერჩეული მასალებით მშენებლობა ჩვენი პრიორიტეტია, დაბალი ფასის მოთხოვნით ხარისხს არ ვუგულებელყოფთ. გუნდთან ერთად, ფეხდაფეხ მივყვებით სფეროს სიახლეებს და ვნერგავთ ჩვენს პროექტებში. ჩვენ შესრულებულ თითოეულ პროექტში დიდი შრომა და მრავალწლიანი გამოცდილებაა ჩადებული. საქმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა, დეტალების გათვალისწინება სერვისის მიწოდების ყველა ეტაპზე, საერთაშორისო დონის უმაღლესი სტანდარტების დაცვა და სერტიფიცირებული გუნდი ჩვენი სამუშაო ეთიკის განუყოფელი ნაწილია”, - აცხადებენ კომპანიაში. 

ხის სახლების უპირატესობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს.

„ხის სახლის აშენების ტექნოლოგია სიმარტივეს მოიაზრებს და გაცილებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მონოლითურის. სახლის აშენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ხის მასალები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, რაც ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას უზუნველჰყოფს.

ამასთან, როდესაც მშენებლობა სწორი კონსტრუქციული პროექტით მიმდინარეობს, იქმნება ენერგოეფექტური გარემო, სადაც კომუნალური გადასახადებიც მცირდება.

არასწორი კონსტრუქციით, შეუძლებელია ენერგოეფექტურობის შექმნა. ბაზარზე არსებული მასალებისა და შრომის დანახარჯის გათვალისწინებით, “ვინსონში”, ენერგოეფექტურის ხის სახლის საწყისი ფასია 1370 ლარი.

„ვინსონი” მომხმარებლებს არა მხოლოდ ხის სახლებს, არამედ მშენებლობის სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიის სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების შესრულებით, ბრენდი, იდეის დამუშავების ეტაპიდან ბოლომდე, მომხმარებლის თანამოაზრე და პარტნიორია.

„ჩვენი მისიაა სრულყოფილი სამშენებლო მომსახურების შეთავაზებით, ყველაზე რთული პროექტების განხორციელებაც კი გავხადოთ ხელმისაწვდომი. თანამედროვე სტანდარტებით დატრენინგებული სამუშაო ძალა, საერთაშორისო გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების დანერგვა გვეხმარება, რომ შექმნათ კრეატიული, გამორჩეული დიზაინი და არქიტექტურული გადაწყვეტები” - აცხადებენ კომპანიაში

No description available.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები