დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ბრენდული სასტუმრო შენდება საქართველოში

რამდენი ბრენდული სასტუმრო შენდება საქართველოში

2024-03-07 11:00:00

Galt & Taggart-ის სასტუმროების სექტორის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით თბილისში 28 ბრენდული სასტუმროა. ბათუმში 9, ხოლო საქართველოს დანარჩენ რეგიონებში 8.

„2022-23 წლებში ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 14 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა. თითქმის 2,000 ახალი ნომრით. ახალი სასტუმროების უმეტესობა თბილისში მდებარეობს“, - ამის შესახებ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობა საქართველოში 2023 წელს ასე გადანაწილდა: რეგიონები - 708; ბათუმი - 1,344; თბილისი - 4,061

2023 წელს ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობამ 6,113 შეადგინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5,354 იყო, ხოლო 2021 წელს 4,160. 

პანდემიის შემდეგ, დაახლოებით 12 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა შეწყდა. ამჟამად, დაახლოებით 20-მდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, მაშინ როცა წინა წლებში ეს რიცხვი30-35-ს აღწევდა

პანდემიის შემდეგ,სასტუმროებზე ახალი ნებართვების გაცემა თითქმის 55%-ითშემცირდა 2020-22 წლებში,თუმცა ტემპი კვლავ აჩქარდა 2023 წელს.

„გაზრდილი მიწოდების ფონზე, მსხვილ სასტუმროებში ფასები გაიზარდა, თუმცა დატვირთულობა შემცირდა. ოთახის საშუალო ფასი გაიზარდა,რისი მიზეზიც გაზრდილი საოპერაციო ხარჯებია. შემცირებული დატვირთულობისა და გაზრდილი ფასების ფონზე,მცირედით გაიზარდა RevPar“, - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები