დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ითხოვენ მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები

რას ითხოვენ მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები

2023-05-05 14:56:15

 

იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის დაბეგვრის მოთხოვნით სულ ცოტა ხნის წინ მარცვლეულის მწარმოებელმა ფერმერებმა კახეთში, სოფელ ჩალაუბანთან აქცია გამართეს.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ Business Insider Georgia - თან აღნიშნა, ხორბალი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ გაიაფდა.

ფერმერები პროდუქციას ვერც მიზერულ ფასად ჰყიდიან და მოსავალი ულპებათ, რაც საბოლოდ მათ გაკოტრებას გამოიწვევს.

„კატეგორიულად ვითხოვთ, რომ დაიბეგროს იმპორტირებული შემოტანილი პროდუქტი, რომელსაც ჩვენი მოსავალი კონკურენციას ვერ უწევს. რუსეთი ხორბალს მსოფლიო ბაზრებზე ვერ ჰყიდის, გადასაყრელი მოსავალი უფუჭდება და ჩვენნაირ ქვეყანაში ასაღებს. გარშემო ყველა სახელმწიფომ დაბეგრა, ევროკავშირმა უკრაინული ხორბლის იმპორტიც კი აკრძალა, ყაზახეთიც შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას და ტრანზიტითაც არ ატარებს.

ჩვენ დავრჩით, სადაც უწყვეტ რეჟიმში შემოდის ფქვილი და მარცვლეული. შარშან ხორბალი 1,20 ლარი ღირდა და ახლა 40 თეთრსაც არ გვაძლევენ, ახალ მოსავალზე კი კიდევ უფრო გაიაფდება და გამოიწვევს ფერმერების გაკოტრებას, მიწების დაყადაღებასა და დაკარგვას. საქმე ისე მიდის, რომ მალე ეს მშრომელი ხალხიც გაიქცევა ქვეყნიდან“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისვე თქმით, კახეთში მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერების აქციები გაგრძელდება. მორიგი აქცია 10 მაისს არის ჩანიშნული.

ნიკოლოზ ბენიაიძის ინფორმაციით, ქუჩაში 30 000-მდე ფერმერი გამოვა, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები