დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფიზიკურ პირებს ან პირთა ჯგუფს, ოფშორიდან კაპიტალის გადმოტანისას ექნებათ შეღავათი, შემდეგ ჩვეულებრივ დაიბეგრებიან - პაატა კვიჟინაძე

ფიზიკურ პირებს ან პირთა ჯგუფს, ოფშორიდან კაპიტალის გადმოტანისას ექნებათ შეღავათი, შემდეგ ჩვეულებრივ დაიბეგრებიან - პაატა კვიჟინაძე

2024-04-26 19:00:00

ფიზიკური პირები, ან პირთა ჯგუფი, თუ ოფშორიდან კაპიტალს საქართველოში გადმოიტანენ და ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში, გადმოსვლის მომენტშივე ექნებათ შეღავათი, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, რომელიც 25 აპრილს „ეკონომიკური ფორუმის“ რიგით მეცამეტე დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. თავად დისკუსიის თემა „საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა“ იყო.

„ბიზნეს სექტორს დარწმუნება არ სჭირდებათ, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან აღნიშნული თემა და პრაქტიკულად არ ყოფილა არც ერთი გამომსვლელი, რომელსაც რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონოდა საკითხთან მიმართებით. მარტივადაა საკითხი, რომ როგორ შეიძლება ასეთ კანონზე რაიმე ითქვას. საუბარია ძალიან შეზღუდულ ნაწილზე. მე პირადად თუ მკითხავთ უფრო გავავრცობდი, რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს.

თუმცა ამ ეტაპზე საუბარია ფიზიკურ პირზე ან პირთა ჯგუფებზე, თუ ისინი ფლობენ ოფშორში კომპანიას და ეს კომპანია ფლობს თავის მხრივ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესს და სურვილი აქვთ, რომ ამოაგდონ ოფშორი და პირდაპირ საქართველოში დარეგისტრირდნენ, შემოსვლაზე ჰქონდეთ შეღავათი.

ანუ ისინი აქ ნაშოვნ ფულს, რომელიც ახლა ოფშორშია განთავსებული, გადმოიტანენ საქართველოში. კაპიტალი განთავსდება ქართულ ბანკებში, ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში, გადმოსვლის მომენტშივე აქვთ შეღავათი. რატომ? იმიტომ, რომ ოფშორებში, რომელიც დასავლეთის ქვეყნების იურისდიქციაშია დაიწყო მონიტორინგი და ამიტომ, ბევრისთვის საინტერესო აღარ არის. რა ინფორმაციაც გვაქვს ოფშორებში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

კვიჟინაძის განმარტებით, მუსირებს არასწორი მოსაზრება, რომ ვინც ოფშორიდან კაპიტალს საქართველოში გადმოიტანს და ზოგადად მოხდება ამ სუბიექტის დასანქცირდება საქართველოს მათ დაიცავს.

„ეს არის გამორიცხული. ყველა ვინც ამ საქმეშია ჩართული იცის, რომ ერთმა ბანკმა მეორე ბანკს 5 დოლარიც რომ გადაურიცხოს, გადის SWIFT-ით და ამერიკული და ევროპული ბანკებით, ამიტომ სანქციებისგან დამცველი ეს კანონი ვერ იქნება“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ხალხი ახლა არის ოფშორში და შეიძლება წავიდნენ სხვა ქვეყანაში.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სუბიექტებს მივცეთ საშუალება, რომ ჩვენთან შემოვიდნენ, ისე როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. შემოსვლის შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა გადასახადს გადაიხდიან“, - აცხადებს კვიჟინაძე. 

ცნობისათვის, 25 აპრილს გამართული „ეკონომიკური ფორუმის“ რიგით მეცამეტე დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, კომპანია „ლინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები