დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა ბინების რეალიზაციის მაჩვენებელი გუდაურში

რატომ შემცირდა ბინების რეალიზაციის მაჩვენებელი გუდაურში

2024-02-16 11:00:00

2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო). Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გუდაურში ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.
„2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,200-1,500/მ2)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
ირკვევა, რომ 2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა.
გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.0%-იანი კლებაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

22 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები