დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რესტორანი „რეტრო“ ₾30 000 დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა - შრომის ინსპექცია

რესტორანი „რეტრო“ ₾30 000 დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა - შრომის ინსპექცია

2023-06-05 19:19:29

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა.

უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.

„კომპანია დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული ჯამში, სამი ობიექტი. უფლებრივ მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი და გარდა ამისა, დაევალა ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ და აქ იგულისხმება როგორც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ასევე შვებულება თუ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების რეალიზება, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს"- ამბობს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები