დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოში ბაყაყის თათების მოხმარების სტატისტიკა

როგორია საქართველოში ბაყაყის თათების მოხმარების სტატისტიკა

2023-08-09 11:00:06

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული ბაყაყის თათების რაოდენობა 2022 წლის 6 თვის მაჩვენებლების იდენტურია. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, მიმდინარე მაჩვენებლები 6,7%-იან კლებას აჩვენებს. 

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების ბაყაყის თათები იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.6 ათასი დოლარის. 6 თვეში იმპორტირებული ბაყაყის თათების იმპორტის 53%-ი საფრანგეთზე, ხოლო დარჩენილი 47%-ი გერმანიაზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში 2,3 ათასი დოლარის ღირებულების ბაყაყის თათების იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან 360%-იან ზრდას აჩვენებს.

2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში 0,5 ათასი დოლარის ღირებულების ბაყაყის თათების იმპორტი განხორციელდა.

2022 წელს საქართველომ ბაყაყის თათები საფრანგეთსა და ლუქსემბურგში შეისყიდა. 
 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ბაყაყზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მას თეთრი ხორცი აქვს და გემოთი ქათმის ხორცს ჰგავს. ზოგიერთები მის გემოს შემწვარ თევზს ადარებენ. ბაყაყის ხორცს შებოლილი სახითაც ინახავენ და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებსა და ალპინისტებში.

ბაყაყისებრთა ოჯახი 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი-გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება ტბის ბაყაყი, რომელიც ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად ბაყაყი დებს 9000-მდე ქვირითს. ტბის ბაყაყის თავკომბალების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები