დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია Scroll-ის გაფართოების გეგმები

როგორია Scroll-ის გაფართოების გეგმები

2024-03-20 14:00:00

Scroll-ი გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში შესვლას განიხილავს. გაფართოება კომპანიის განვითარების მოკლე და საშუალო ვადიანი სტრატეგიული გემის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც Scroll-ი ფრანჩაიზის გაცემასაც აპირებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Scroll-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინმა აღნიშნა Scroll-მა სულ ახლახან საკუთარი აპლიკაციის ბეტა ვერსია გაუშვა, რაც კომპანიას დიდი შესაძლებლობებს უჩენს.

„ახალი აპლიკაციით გავუყვებით ქალაქის განვითარებას და ყველგან, იქ სადაც ქუჩების დიზაინი შეიცვალა და მეტად ადაპტირდა ველოსიპედთან და სადაც იქნება საშუალება, რომ ადამიანები უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, ქალაქის ყველა უბანი ჩვენთვის საინტერესოა. სკუტერების რაოდენობა გაქვს იმდენი, რომ მთელი თბილისი თანაბრად დავფაროთ. ტექნიკის შეძენა არ დაგვჭირდება, რადგანაც თავის დროზე გაქვს ამ მიმართულებით ინვესტიცია განხორციელებული და ეტაპობრივად მივყვებით ქალაქის განვითარებას, უბნებთან მიმართებაში“, - აღნიშნა დანიელ დოინიცინმა.

მისივე თქმით, საკუთარი აპლიკაციის გაშვების შემდეგ Scroll-ს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მოცვაც შეეძლება. 

„ჩვენი აპლიკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონებშიც შევიდეთ, ან გავფართოვდეთ. გვაქვს გეგმაში სხვადასხვა ქალაქებში შესვლა, მაგრამ თუ კონკრეტულ ქალაქში შესვლის ინტერესი არ გაქვს, მაშინ შეგვიძლია ფრანჩაიზის მოდელი ავამოქმედოთ და ადგილობრივ კომპანიებს მივცეთ Scroll-ი ფრანჩაიზი“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს Scroll-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.

დანიელ დოინიცინის თქმით, Scroll მალე გამოჩნდება ქუთაისში. 

„მუშაობა მიდის ქუთაისის ათვისებაზე. შეხვედრა უკვე გვქონდა ქალაქის ადმინისტრაციასთან და გაზაფხულის ბოლოსკენ მოვახერხებთ ჩვენი სერვისის ქუთაისში გაშვებას“, - აღნიშნა დანიელ დოინიცინმა.

აღსანიშნავია, რომ Scroll-ის ​APP-ის ამ ვერსიაში უკვე დაგხვდებათ თანამედროვე ინტერფეისი, განახლებული სკუტერები და ფასი, Support Live Chat.

„სულ ახლახანს ჩაეშვა Scroll-ი აპლიკაცია, „ტექცენტრი“ არის ჩვენი შიდა ტექნიკური კომპანია, რომელიც ამ აპლიკაციის შექმნასა და განვითარებაზე მუშაობდა და დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა, რომ ის ბეტა ვერსიამდე მოგვეყვანა. ბაზარზე 2019 წლიდან ვართ და ბევრი გეგმა და განვითარების პერსპექტივა გვქონდა, თუმცა საკუთარი აპლიკაციის არარსებობის გამო ბევრი რამე არ გამოგვდიოდა. გარკვეულწილად წინსვლა მაინც რთული იყო და ახლა, როდესაც საკუთარი აპლიკაცია გვაქვს ბევრი სიახლის დამატება და ბევრი პარტნიორობის შესაძლებლობა გვიჩნდება, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესთანაც. ანუ უფრო მეტი ხელსაწყო გვაქვს თან, რომ მეტი თანამშრომლობები განვახორციელოთ. აღნიშნულ აპლიკაციაში ჯერჯერობით მხოლოდ Scroll-ია, თუმცა მალე დაემატება Qari-ის ბრენდი. ანუ ეს სერვისები უკვე გაერთიანებული იქნება არა ორ, არამედ ერთ აპლიკაციაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არის შევქმნათ მობილობის სუპერ აპი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველაფერი ტრანსპორტთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით. შესაძლოა პირობითად იყოს ბათუმში გემის ქირაობა და სხვა“, - აღნიშნა Scroll-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.

Scroll-ის აპლიკაციის ტესტირება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია IOS და Android მოწყობილობებზე,

App store: t.ly/vUXvQ

google play: t.ly/OLRDd

Scroll-ი არის ქართული სტარტაპი, რომელმაც დააკავშირა საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები და მიზნად დაისახა ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება. Scroll-ის სერვისი დღეს ხელმისაწვდომია საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისისა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე Scroll-ი ხელმისაწვდომი იყო კიევშიც.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები