დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რუმორი“ იტალიის ბაზარზე შედის

„რუმორი“ იტალიის ბაზარზე შედის

2024-02-09 11:00:00

ტანსაცმლის ქართული ბრენდი „რუმორი“ საფრანგეთში, საერთაშორისო გამოფენა Who’s Next -ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მონაწილეობდა.

როგორც „რუმორის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკუნა გოგიბედაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, საფრანგეთში გამოფენაზე წარმოადგინეს  შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელშიც შედიოდა პალტოების,პიჯაკების, პერანგების ხაზი და იტალიიდან პირველი შეკვეთაც მიიღეს.

„სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ჩვენი კოლექციით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნების ბაიერები. აქედან ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს არის ერთ-ერთი სავაჭრო ქსელი იტალიაში, კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც“ - ამბობს მაკუნა გოგიბედაშვილი.

იტალიის ბაზარზე „რუმორის“ პალტოების კოლექცია ზაფხულში შევა, ხოლო გაყიდვაში იტალიის სავაჭრო ქსელში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ჩაეშვება. შეგახსენებთ, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საფრანგეთში წარმოდგენილი იყო აქსესუარების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან იყო 6 კომპანია და მათ შორის ერთ-ერთი „რუმორი“.

2024 წელს „რუმოროი“ გეგმავს საწარმოში ISO-ს ხარისხის დანერგვას, რაც ექსპორტზე გასვლის პროცესს გაამარტივებს.

ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 15 ადამიანი. „რუმორის“ატელიე- აუთლეთი მდებარეობს მარშალ გელოვანის 36-ში, სადაც ქართველი დიზაინერების სივრცეა განთავსებული. ასევე მომხმარებელს „რუმორის“ ნაწარმის ყიდვა შეუძლია სოციალურ ქსელებსა და ონლაინ შეუძლია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები