დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრებს გახსნის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრებს გახსნის

2023-06-23 16:30:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების გახსნას იწყებს, რითაც არსებულ თუ პოტენციურ მეწარმეებს სააგენტოს სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო გაუმარტივდებათ.

პირველი ასეთი ცენტრი უახლოეს ხანებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში,ზუგდიდში გაიხსნება. ცენტრი ოპერირების დასაწყებად  ფაქტობრივად უკვე მზადაა.

რიგით მეორე საკონსულტაციო ცენტრის გახსნა კი კახეთში, კერძოდ თელავშია დაგეგმილი.

როგორც სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, საკონსულტაციო ცენტრები ეტაპობრივად გაიხსნება ყველა რეგიონში და პროექტი ორი წლის განმავლობაში მთელს ქვეყანას მოიცავს. 

„მალე სამეგრელოში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, რომელსაც ქვია „აწარმოე სამეგრელოში“. საკონსულტაციო ცენტრის მთავარი მიზანი იქნება მეწარმეების ადგილობრივ დონეზე დახმარება, მათი დიაგნოსტირება თუ რა სჭირდება ბიზნესს სხვადასხვა კუთხით. ეს იქნება მარკეტინგი, ფინანსური მართვა, საგადასახადო თუ სხვა. შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში მეწარმეებს უკვე აღარ დასჭირდებათ ჩავიდნენ დედაქალაქში. მათ უკვე თავიანთ რეგიონში ექნებათ „აწარმოე საქართველოში“-ს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ბრიტანულ მოდელზე დაყრდნობით მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" საკონსულტაციო ცენტრი წარმოადგენს  მრავალფუნქციურ ბიზნეს სივრცეს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქ შეუძლია ერთ სივრცეში მომსახურებებისა თუ ინფორმაციის მიღება: ინფორმაცია ბიზნეს სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან დაკავშირება, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

აღნიშნულ საკონსულტაციო ცენტრებში მეწარმე შეძლებს უსასყიდლოდ ისარგებლოს სერვის-ცენტრის ინფრასტრუქტურით: მიიღოს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე. აქ არის  ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ლიტერატურას, შეხვედრების/საკონფერენციო ოთახი.

ეს ინფრასტრუქტურა ასევე იქნება გამოყენებული ლექციებისა და სემინარებისა მოსაწყობად, როგორც მეწარმეებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები