დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საახალწლოდ განსხვავებული კოლექცია წარმოვადგინეთ - Ceramic Studio 1300

საახალწლოდ განსხვავებული კოლექცია წარმოვადგინეთ - Ceramic Studio 1300

2023-12-22 15:00:00

საახალწლოდ განსხვავებული კოლექცია წარმოვადგინეთ, გაყიდვები აჩვენებს, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Ceramic Studio 1300-ს თანადამფუძნებელმა ტასო გომელაურმა განუცხადა.

„საახალწლოდ ყოველთვის ვცდილობთ წარმოვადგინოთ განსხვავებული კოლექცია. ჩვენი სტილი მინიმალისტურია და ახალი გასართობი ნახატები შევქმენით, პერსონაჟები და ცხოველები საახალწლო განწყობისთვის. ამ ნახატების დატანა ხდება თეფშებსა და ჭიქებზე, რაზეც დიდი მოთხოვნაა. ყველა ადამიანი ცდილობს, რომ ან თავის მეგობარი ამოიცნოს ან საკუთარი თავი ნახატების პერსონაჟებში და ეს თემა საახალწლოდ ძალიან მოთხოვნადია. ასევე საახალწლო თემაზე გვაქვს კორპორაციული შეკვეთებიც“, - ამბობს ტასო გომელაური.

მისი თქმით, 2023 წლის დეკემბერში მომხმარებელს ამ ნახატებით გაფორმებულ ჩაის და ყავის ჭიქებს, თეფშებსა და ნაძვის ხის სათამაშოებს შესთავაზებენ. საახალწლო კოლექციის ფასები 35 ლარიდან იწყება.

ამ ეტაპზე Ceramic Studio 1300 საახალწლოდ კორპორატიულ შეკვეთებზეც მუშაობს. რაც შეეხება ფასებს, კერამიკული ჭურჭლის ღირებულება 20 ლარიდან იწყება და 450 ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს. რიცხვი 1300 ღუმელის გამოწვის მაქსიმალურ ტემპერატურასთან ასოცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები