დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საახალწლოდ „შოკოტელას“ ნაწარმზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა

საახალწლოდ „შოკოტელას“ ნაწარმზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა

2023-12-14 09:56:01

ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ მომხმარებლებს საახალწლო კოლექციას სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, 2024 საახალწლო დღესასწაულებისთვის ახალი კოლექცია შეიქმნა. მარიამ კაპანაძე გაზრდილ მოთხოვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „შოკოტელას“ მიერ დამზადებულ ტკბილეულზე მოთხოვნა 50%-ითაა გაზრდილი. 

„საახალწლოდ საკმაოდ დატვირთულები ვართ. გაზრდილია, როგორც საცალო მოთხოვნა ისე კორპორატიული შეკვეთები. წელს საახალწლოდ ახალი კოლექცია დავამატეთ: შოკოლადის ფიგურები 4 სხვადასხვა სახეობის, ნაძვის ხის სათამაშოები, შოკოლადის თოვლის ბაბუა, შოკოლადის გნომი და სხვა“, - ამბობს მარიამ კაპანაძე. 

ფასებს რაც შეეხება, მისივე თქმით 35 ლარიდან იწყება შოკოლადის ფიგურების ფასი, ხოლო ნაძვის ხის სათამაშოების ნაკრების ფასი 64.95 ლარია. 

„ასევე დაცვამატეთ ბომბონები საახალწლო დიზაინით“, - ამბობს „შოკოტელას“ მფლობელი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები