დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად და რა მოცულობით იყიდება საქართველოში მოპოვებული ოქრო

სად და რა მოცულობით იყიდება საქართველოში მოპოვებული ოქრო

2024-04-10 10:00:00

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 27%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე ოქრო (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) 0.44 ტონა ოქრო გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.60 ტონა.

მიმდინარე წლის ორ თვეში ოქროს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ექსპორტიდან ქვეყანაში 14,021.38 ათასი დოლარის შემოსავალი შემოვიდა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი 16,346.75  ათასი დოლარის. 

2024 წლის იანვარ-თებერვალში ოქრო ექსპორტზე სულ 3 ქვეყანაში გავიდა:

  • შვეიცარია - 0.42 ტონა - 13,154.07 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 0.02 ტონა - 728.49 ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.00 ტონა - 138.82 ათასი დოლარი.

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 2.72 ტონა დაუმუშავებელი ოქრო გაიტანა ექსპორტზე, საიდანაც 88,765.99 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყნიდან დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტის კუთხით ლიდერი 2010 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ შეძლო და ექსპორტზე 7.19 ტონა დაუმუშავებელი ოქრო გაიტანა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები