დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ნიორს

სად ყიდულობს საქართველო ნიორს

2023-10-16 20:00:55

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 906.79 ათასი დოლარის ღირებულების 1,284.92 ტონა ნიორი იყიდა, რაც თითქმის 2%-ით ნაკლებია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ნივრის იმპორტი.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 1,309.3 ტონა ნიორი იყიდა.

2023 წლის რვა თვეში ნიორი იმპორტი 5 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ირანია, რომელზედაც მთლიანად ნივრის იმპორტის 48%-ი მოდის.

სად ყიდულობს საქართველო ნიორს:

  • ირანი - 614.70 ტონა,
  • ჩინეთი - 448.10 ტონა,
  • თურქეთი - 174.13 ტონა,
  • ეგვიპტე - 27.99 ტონა,
  • ყაზახეთი - 20.00 ტონა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ნივრის იმპორტმა მაქსიმუმს 2020 წელს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,845.45 ტონა ნიორი შემოვიდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, 2021 წელთან შედარებით, 34%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები