დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო აკრედიტაცია „სქილვილის“ კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ბაზრებზე დასაქმებისთვის გზას გაუხსნის - ლანა ჩხარტიშვილი

საერთაშორისო აკრედიტაცია „სქილვილის“ კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ბაზრებზე დასაქმებისთვის გზას გაუხსნის - ლანა ჩხარტიშვილი

2024-03-29 19:00:00

სქილვილმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ ნეო უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში მოპოვებული აკადემიური კრედიტები აღიარებული იქნება ევროპის მასშტაბით EAHEA - European Association for Higher Education Advancement-ის მიერ. 

როგორც Business Insider Georgia-სთან „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი ამბობს, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა ტექინდუსტრიაში. 

„სქილვილი არის ონლაინ ნეო უნივერსიტეტი და შესაბამისად, ონლაინ უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, რომ ტექმიმართულებით მოვამზადოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან რომლებიც მიიღებენ IT სფეროში განათლებას.

ახლა ჩვენთვის აკრედიტაციის თემა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიღების შემდეგ იმ ადამიანების დასაქმების საკითხი, ვინც ჩვენთან სასწავლო კურსი გაიარა. ის, რომ ამ ადამიანების დასაქმება მოხერხდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მარტივად შესაძლებელია, იმიტომ რომ IT რესურსები და საქმიანობა ისეთ სფეროებს შეეხება და ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან განახორციელო და აშშ-სა და ევროპის წამყვანი კომპანიების პროვაიდერი და მათთვის შექმნას პროდუქტები“, - ამბობს „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი.

მისი თქმით, კომპანიები, დასაქმებისას უყურებენ აპლიკანტის დიპლომს, სერტიფიკატს, აღიარებულია თუ არა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რადგან ეს უკვე სხვა დამატებით ბენეფიტს გულისხმობს.

„საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობა არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციისა და ღირებულების მატარებელი. ევროპის ასოციაცია, უმაღლესი განათლების გაძლიერებისა და გაუმჯობესებას უჭერს მხარს. ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე, ევროპის ნებისმიერ ქვეყნის მასშტაბით, როგორც აკადემიურ დაწესებულელებში, ისე კერძო სექტორში, სქილვილის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ უფრო მარტივად დასაქმდნენ. ასევე, საკმაოდ მაღალია დასაქმების შანსი უცხოურ კომპანიებში, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ, რადგან ცნობილია, რომ ამ კომპანიებისთვის ჩვენ ქვეყანაში საგადასახადო ბაზა მიმზიდველია“, - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები