დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი კომპანიების TOP ხუთეული შეიცვალა, ვინ ჩაანაცვლა „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „რუსელოისი“

საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი კომპანიების TOP ხუთეული შეიცვალა, ვინ ჩაანაცვლა „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „რუსელოისი“

2023-07-26 10:00:44

საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი კომპანიების TOP ხუთეული შეიცვალა. Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პროდუქცია რუსეთში, შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს: 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს ბადაგონი
  • სს ლომისი
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს ლოადს

(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

2023 წლის პირველ კვარტალში, კომპანიების TOP ხუთეული, რომელთაც რუსეთში ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანეს ასე გამოიყურებოდა: 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს ლომისი
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს რუსელოის
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი

(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

ორი კვარტლის მონაცემების შედარებისას გამოიკვეთა, რომ მეორე კვარტალში რუსეთში ექპორტიორი TOP ხუთეულს გამოეთიშა შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, შპს რუსელოისი და შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი. ამ კომპანიების ნაცვლად TOP ხუთეულშია - სს ბადაგონი, შპს ასკანელი ძმები და შპს ლოადსი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები