დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ IT ეკოსისტემაში იყოს რეგიონული ჰაბი  - ავთანდილ კასრაძე

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ IT ეკოსისტემაში იყოს რეგიონული ჰაბი - ავთანდილ კასრაძე

2024-03-15 11:00:00

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ იყოს რეგიონული ჰაბი IT ეკოსისტემაში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, IT სექტორი საქართველოში ექსპონენციურად იზრდება.

„ვხედავთ, რომ 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია საქართველოში უკვე შემოვიდა. IT სპეციალისტების ხელფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ IT ეკოსისტემაში რეგიონული ჰაბი გახდეს“, - ამბობს GITA-ს თავმჯდომარე.

მისი თქმით, აუცილებელია მოქნილი დაბეგვრის სისტემა, რათა ადგილობრივი კომპანიები წახალისდნენ, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევებიც არსებობს.

„არსებული საგადასახადო რეჟიმით ხელს ვიწყობთ, რომ წავახალისოთ ქართული კომპანიები, რათა გაყიდვები ჰქონდეთ საერთაშორისო დონეზე. შემოსავლების 98%-ი უნდა იყოს ქვეყნის ფარგლებს გარედან. IT კომპანიები გლობალურია და თავიანთ პროდუქტებს მთელს მსოფლიოში ჰყიდიან, შესაბამისად ამისკენაა ბიძგი.

რთულია იმის განსაზღვრა გავავრცელოთ თუ არა ანალოგიური შეზღუდვები იმ კომპანიებზე, რომლებიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდიან თავიანთ პროდუქტს, იმიტომ რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ბევრმა ქართულმა კომპანიამ მიიღო, ვინც საერთაშორისო ბაზრებზე ყიდის. ამისთვის არსებობს მრავალი რისკი მათ შორის იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე ჰყიდიან სერვისს, მაგრამ საგადასახადო შეღავათებით არ სარგებლობენ.

ამ შემთხვევაში ისინი ჩადგებიან იგივე პირობებში და საერთაშორისო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მათაც აქ გაყიდონ თავიანთი პროდუქტები. რამაც პირიქით, შესაძლოა, კონკურენცია გამოიწვიოს. ამიტომ აქ ორი მხარეა, არ არის ასე მარტივი გადასაწყვეტი.

მსჯელობები რაღა თქმა უნდა მიდის და კერძო სექტორთან ერთად უნდა ავწონ დავწონოთ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს საგადასახადო შეღავათებს კერძო კომპანიებისთვის და რა უპირატესობები შეიძლება გაფლანგონ ადგილობრივმა კომპანიებმა, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებენ. ძირითადი აქცენტი არის ახალი ტექნოლოგიური კომპანიების ქვეყანაში შემოყვანაზე, დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე და ასე შემდეგ“, - ამბობს დავით კასრაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ამოქმედდა საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო  სტატუსის მქონე საწარმოებისთვის. კერძოდ მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5% გახდა.
აღნიშნული შეღავათები ეხება IT დ საზღვაო სერვისებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები