დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქართველოს ბანკის“ აპლიკაციით, 1,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს. ვცდილობთ, სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს - არჩილ გაჩეჩილაძე

„საქართველოს ბანკის“ აპლიკაციით, 1,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს. ვცდილობთ, სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს - არჩილ გაჩეჩილაძე

2023-10-29 15:00:12

„საქართველოს ბანკის“ აპლიკაცია, სოციალური მედიების შემდეგ ყველაზე უფრო მეტადაა გავრცელებული, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ აპლიკაციით, 1,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს.

„საქართველოს ბანკის აპლიკაცია ყველაზე უფრო გავრცელებულია სოციალური მედიების შემდეგ. ვცდილობთ, ამ კუთხით სულ უფრო მეტი და მეტი სერვისები ჩავაშენოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი აქტიური მომხმარებლებისთვის.

„საქართველოს ბანკის“ აპლიკაციას 1,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, პოტენციური ინვესტორები საქართველოში ციფრულ სერვისებში ინვესტირებით ინტერესდებიან.

„ციფრული სამთავრობო სერვისების ნაწილში არის შეთავაზება. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მოხარული ვიქნებით, რომ ამ მიმართულებით დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგას“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები