დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის ჯგუფი, ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს - არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკის ჯგუფი, ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს - არჩილ გაჩეჩილაძე

2024-02-19 11:26:00

„დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ“, - ამის შესახებ Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელებს შორის ნდობითა და ცნობადობით.

„საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს.

მსურს მადლობა გადავუხადო ამერიაბანკის გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანაშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას“, - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, ამერიაბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ტრანზაქციის მოცულობა  303,6 მილიონი აშშ დოლარია.

შეთანხმებამ საბოლოო დადასტურებამდე რეგულატორული პროცედურები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ამერიაბანკი ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და  შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას.

ტრანზაქცია BOGG PLC-ის მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული  არეალიმეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. საქართველოს ბანკის ჯგუფის ექსპერტიზა ამერიაბანკის არსებულ, გამოცდილ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს.  

ამერიაბანკი მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. წამყვან პოზიციასთან ერთად, ამერიაბანკს აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

22 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები