დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი პროდუქტი „პერსონალური ასისტენტი“ გააცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი პროდუქტი „პერსონალური ასისტენტი“ გააცნო

2023-03-15 23:39:52

აქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ერეკლე ღვინიანიძესთან შეხვედრის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ახალი პროდუქტი „პერსონალური ასისტენტი“ გააცნეს.

ზემოხსენებული სერვისი, გულისხმობს, პერსონალური ბიზნეს ასისტენტის მომსახურებას როგორც დისტანციურად, ასევე ბიზნესის მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცესა და ადგილზე მომსახურებით.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, „პერსონალური ასისტენტის“ კონცეფცია გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა სერვისის განხორციელებას, იგულისხმება თორმეტი სსიპ, რომელიც მომხმარებელს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

შეხვედრაზე წარმოდგენილმა პროდუქტმა ასოციაციის წევრ კომპანიებში ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა შესაბამისი დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმი.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი მოქნილი მექანიზმია ბიზნესის ეფექტიანი ოპერირებისთვის/საქმიანობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით საჭიროებს სახელმწიფო სერვისებზე  წვდომას, შესაბამისად, მაღალი ხარისხის კონსულტაციის უზრუნველყოფასა და შემდეგ სერვისის ოპერატიულ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ საქმიანობას. დარწმუნებულები ვართ, ზემოხსენებული პროდუქტი გამოიწვევს შესაბამის დაინტერესებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები