დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლისი დეველოპმენტმა“ ბუკნარის პროექტის გაყიდვები დაიწყო

„ლისი დეველოპმენტმა“ ბუკნარის პროექტის გაყიდვები დაიწყო

2024-04-26 20:00:00

„ლისი დეველოპმენტის“ გაყიდვების მენეჯერმა მარიამ ჭარხალაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ კომპანიამ „ბუკნარის“ პროექტის გაყიდვები დაიწყო, სადაც 1 კვადრატულის ფასი $2550-დან იწყება და $3125-მდეა. ფასი დამოკიდებულია ხედსა და სართულზე.

„კომპლექსი მდებარეობს ბუკნარში და პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 10 სართულიან შენობას, რომელიც აერთიანებს სასტუმროს აპარტამენტებს, შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, სპორტულ მოედანსა და მწვანე ზონებს. აპარტამენტების ფართობი 35 კვ.მ-დან 70 კვ.მდეა.  პროექტი 2025 წლის ბოლოს დასრულდება“, - ამბობს მარიამ ჭარხალაშვილი.

რაც შეეხება „ლისი დეველოპმენტის“ სხვა პროექტებს, როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, მიმდინარე პროექტი  Lisi Garden House დასრულდება ამ ზაფხულს. ხოლო მეორე პროექტი წლის ბოლოსთვის.

„ძირითადად „ლისი დეველოპმენტის“ პროექტებში ბინებს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ, რაც 95%-ს შეადგენს, თუმცა გვყავს უცხოელი მომხმარებლებიც. პროექტში „მწვანე ქალაქი ლისზე“ გაყიდულია აპარტამენტების 90%. 1 კვადრატულის ფასი $2090-დან იწყება“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები