დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო მსუბუქ ავტომობილებს - TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა

სად ყიდულობს საქართველო მსუბუქ ავტომობილებს - TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა

2024-04-26 16:00:00

ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 32%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 32 204 ერთეული ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა, რომლის საერთო ღირებულებაც 486,575.10 ათასი დოლარი იყო.

2023 წლის პირველ კვარტალში კი ქვეყანაში 47 126 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, საერთო ღირებულებით 708,102.66 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში 3,310,011.55 ათასი დოლარის ღირებულების, 218,695.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. 

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების უდიდესი ნაწილი აშშ-ზე მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა:

  • აშშ - 22,350.00 ცალი - 270,680.69 ათასი დოლარი;
  • იაპონია - 4,216.00 ცალი - 54,666.38 ათასი დოლარი;
  • გერმანია - 1,922.00 ცალი - 83,504.56 ათასი დოლარი;
  • კორეა - 765.00 ცალი - 11,738.56 ათასი დოლარი;
  • ჩინეთი - 547.00 ცალი - 7,824.27 ათასი დოლარი;

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები