დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა - მარიამ ქვრივიშვილი

2024-03-13 14:02:00

საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia - სა და თურქულ ავიაკომპანია AJET - ზე გასცა. ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტურია და რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებებთან, რათა მდგრადად გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მეტ მგზავრს მოემსახუროს. 
„ჩვენი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგად და დადებითად გადაწყვეტილი მოლაპარაკების კვალდაკვალ მუდმივად გვაქვს სიახლეები - ყოველთვე ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში შემოგვყავს ახალი ავიაკომპანიები ახალი პირდაპირი მიმართულებებით. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მივიღეთ მეტი ახალი მიმართულებები, რაც გააძლიერებს ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia ამსტერდამი - თბილისი - ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისებს 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თურქული ავიაკომპანია AJET სტამბული - თბილისი - სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები