დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს TOP 5 სასტუმროდან ორში საკონტროლო პაკეტს უცხოელები ფლობენ

საქართველოს TOP 5 სასტუმროდან ორში საკონტროლო პაკეტს უცხოელები ფლობენ

2023-06-01 14:00:19

Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სასტუმრო გამოიკვეთა: 

  • შპს დრიმლენდ ოაზისი
  • შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები
  • შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
  • შპს პარაგრაფ შეკვეთილი
  • შპს აჭარა ჯგუფი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

შპს დრიმლენდ ოაზისს - ორი მფლობელი ჰყავს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალბერეტა,  /ავსტრია/ -  82%-ს, ხოლო ნიკოლოზი გეგუჩაძე - 18%- ს ფლობს. 

შპს ჯი-ემ-თი სასტუმროების 80%-იანი წილის მფლობელია ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი, /სენტ-კიტსი და ნევისი/, ხოლო 20%  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი ემ თი ფლობს. 

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის მფლობელია - სილქ როუდ გრუპ (მალტა) ლიმიტედ, 4% და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ესარჯი რიალ ისთეით - 96%. 

შპს პარაგრაფ შეკვეთილის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბლექ სი რიზორთსი ფლობს. 

შპს აჭარა ჯგუფის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგ კომპანია ფლობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები