დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში იმპორტირებული საწვავის 81% რუსეთზე მოდის

საქართველოში იმპორტირებული საწვავის 81% რუსეთზე მოდის

2023-07-25 12:00:12

2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554,2 ათასი ტონა, რაც 32,5 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (521,7 ათასი ტონა) შედარებით. ინფორმაციას  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 

მათ შორის,  2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 273,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 280,5 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტი ტიპების მიხედვით ასე გადანაწილდა:  

  • A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 166,6 ათასი ტონა (60,9%);  
  • A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 101,6 ათასი ტონა (37,1%);
  •  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 5,5 ათასი ტონა (2,0%);

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 449,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან:

  • რუმინეთი - 77,6 ათასი ტონა - 14%;
  • თურქმენეთი - 11,4 ათასი ტონა - 2%;
  • აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა - 1,7%;
  •  ბელორუსი - 5 ათასი ტონა - 0,9%;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 ათასი ტონა - 0,2%;
  • უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,02%;
  • ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,02%;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები