დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში კივის ბაზარი რეკორდულად გაიზარდა

საქართველოში კივის ბაზარი რეკორდულად გაიზარდა

2023-08-10 18:00:38

EastFruit-ის ანალიტიკოსები საქართველოში კივის ბაზრის ზრდის შესახებ აღნიშნავენ. მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საცალო ფასები მუდმივად მაღალია.

„რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზარდა იმპორტის ხარჯზე, რადგან ადგილობრივი წარმოების ზრდა არც ისე მაღალია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.   

ზოგადად კივის მოხმარების აქტიური სეზონი საქართველოში მოდის ოქტომბერ-მაისში. კივის სეზონი ოქტომბერში ადგილობრივი პროდუქტის მოსავლის აღებით იწყება, ნაყარი იმპორტი კი მაისამდე გრძელდება.

როგორც წესი, ადგილობრივი კივის მნიშვნელოვანი რაოდენობა მაისამდე არ ინახება და ახალ წლამდე იყიდება. მაისის შემდეგ იმპორტი ახალი სეზონის დაწყებამდე ძალიან დაბალ დონემდე ეცემა.

2022-2023 წლების სეზონისთვის ქვეყანამ 1,7 ათასი ტონა კივი აწარმოა, ხოლო იმპორტმა - 2,8 ათასი ტონა შეადგინა. ორივე მაჩვენებელი რეკორდულია.

შესაბამისად, რეკორდულად მაღალი იყო კივის მთლიანი მიწოდებაც (წარმოება + იმპორტი). ექსპორტის მოცულობა ამ მხრივ მცირე და უმნიშვნელოა. გასულ სეზონზე საქართველომ ადგილობრივი მოსავლის მხოლოდ 9% გაიტანა. კივის მთელი ექსპორტი იაპონიაში გავიდა.

საინტერესოა, რომ აქტიურ სეზონზე კივის საშუალო საცალო ფასი 2022-2023 წლების სეზონში მხოლოდ 3%-ით შემცირდა 2021-2022 წლების სეზონთან შედარებით და სულ მცირე 2016 წლიდან მეორე ადგილზეა.

საქართველოს ბაზარზე კივის მთლიანი მიწოდების 25-28%-ით ზრდის მიუხედავად,, საცალო ფასების მხოლოდ 3%-ით შემცირება, სავარაუდოდ, გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.  

კვიზე გაზრდილ მოთხოვნას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

1) ეკონომიკური აღდგენა Covid-ის პანდემიის შემდეგ.

2) ორგანიზებული საცალო ვაჭრობის სექტორის ზრდა.

3) რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში.

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში კივის იმპორტში ირანი დომინირებს. როგორც წესი, კივის  დაახლოებით 95% ირანიდან მოდის, რომელიც რეგიონში მთავარი მიმწოდებელია. ირანი აქტიურად ახორციელებს ექსპორტს ოქტომბრიდან მაისამდე.

გაყიდვების მთავარი ბაზარი არის რუსეთის ფედერაცია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები