დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე ძვირი სასტუმროების სერვისი

საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე ძვირი სასტუმროების სერვისი

2023-07-19 12:30:50

PMC - საქართველოში, ივნისში სასტუმროების ფასების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს. 

2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 186 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 262 ლარი. 

ივნისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების  საშუალო ფასი 133 ლარი იყო. 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასმა კი 485 ლარი შეადგინა.

გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 646 ლარი შეადგინა, კახეთში - 556 ლარი, აჭარაში - 516 ლარი, ხოლო თბილისში - 512 ლარი.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, 6.3%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.

2023 წლის ივნისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები