დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ დაბრუნებაზე კანონპროექტი პარლამენტს გაზაფხულზე წარედგინება - მინისტრი

საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ დაბრუნებაზე კანონპროექტი პარლამენტს გაზაფხულზე წარედგინება - მინისტრი

2024-01-22 19:00:00

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ახალ კანონპროექტზე იუსტიციის სამინისტროს მუშაობა დაასრულა და პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. 

„ინიციატივაზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს წარვუდგენთ უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე. მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც უკავშირდება ქირასა და იჯარას.

რაც შეეხება გამოსახლებას, ამას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ აღსრულების პოლიცია. თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გამოსახლება. თუმცა მთელი პროცესი, რაც ახლა უწევთ ადამიანებს, თუკი მათ ბინაში ცხოვრობს ადამიანი ქირით, არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება წლები ცხოვრობდეს, ბევრად უფრო შემოკლდება და რამდენომე თვეში დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

იგივე თემაზე: 

საპოლიციო გამოსახლება შეცვლილი ფორმითა და შეზღუდული უფლებებით დაბრუნდება - აკაკი ჩარგეიშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები