დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს სამედიცინო მომსახურება 1 158 000 ბენეფიციარს დაუფინანსდა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს სამედიცინო მომსახურება 1 158 000 ბენეფიციარს დაუფინანსდა

2023-12-20 20:00:00

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს სამედიცინო მომსახურება 1 158 000 ბენეფიციარს დაუფინანსდა, რამაც ჯამში 1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით10 წლის განმავლობაში, 3 მლნ ადამიანის 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა  7 მლრდ-მდე ლარით დაფინანსდა.

ეს არის პროგრამა, რომელიც ბენეფიციარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით, პროგრამა მოსახლეობის 95%- ფარავს. გვსურს, რომ ის  კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და ფოკუსირებული  იყოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს პროგრამის ბიუჯეტის ზრდა თუ ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - ამბობს ილია ღუდუშაური.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები