დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათამაშოების ბრენდი „ჩიკატაი“ ბავშვებისთვის სახლისა და აქსესუარების ხაზს ამატებს

სათამაშოების ბრენდი „ჩიკატაი“ ბავშვებისთვის სახლისა და აქსესუარების ხაზს ამატებს

2024-02-12 15:00:00

Business Insider Georgia-სთან სათამაშოების ბრენდი „ჩიკატაის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარა ბუიღლიშვილი ამბობს, რომ მალე კომპანია ბავშვებისთვის სახლისა და აქსესუარების ხაზს დაამატებს.

„14 დასახელების სათამაშოს ვაწარმოებთ. ვამატებთ ბავშვებისთვის „ჩიკატაი ჰოუმ“-ის ხაზს. ეს იქნება სახლის აქსესუარები, დეკორი“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მანამდე სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ეგიდით „ჩიკატაიმ“ იტალიაში, მასშტაბურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ვიყავით ასევე საკუთარი ხარჯებით გამოფენაზე მიუნხენში, კარგი გამოცდილება მივიღეთ და გვაქვს რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკება დისტრიბუტორებთან“, - ამბობს თამარა ბუიღლიშვილი.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2023 წელი ძალიან საინტერესო იყო. „ჩიკატაის მუსიკალური სათამაშოები ექსპორტზე გავიტანეთ ავსტრალიასა და სინგაპურში. საკმაოდ წარმატებულად დავხურეთ წელი, ჩვენი გაყიდვები არის მზარდი და 2024 წელს უფრო ბევრი გეგმები გვაქვს. სინგაპურში გვქონდა სატესტო შეკვეთა და გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ შეგვიკვეთავენ“.

თბილისში მდებარე სახელოსნოსა და შოურუმში  5 ადამიანია დასაქმებული. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია მუსიკალური საკიდები და მუსიკალური ჟირაფი. სათამაშოების ფასები 85 ლარიდან 210 ლარამდეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები