დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა

2023-04-19 11:45:13

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა. ავიაკომპანიამ მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი დღეს რიადიდან შეასრულა. 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ბათუმში ფრენებს საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან უზრუნველყოფს. 

Flynas-ი ბათუმის მიმართულებით დამამიდან ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს, ჯედადან 12 სიხშირით , ხოლო რიადიდან 14 სიხშირით.

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი ავიაკომპანია Flynas-ის გენერალურ დირექტორს ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. .

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საკითხი და მომავალი თანამშრომლობის გზები.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიისთვის საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას.

2022 წელს საქართველოს ეწვია 119,921 საუდელი ტურისტი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები