დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სელფი თბილისიმარათონის გენერალური სპონსორი გახდა

სელფი თბილისიმარათონის გენერალური სპონსორი გახდა

2023-09-25 20:06:09

კომპანია სელფი (Cellfie) თბილისიმარათონის გენერალური სპონსორი გახდა. როგორც Business Insider Georgia-სთან „სელფის“ ბრენდისა და მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეგი აბაშიძემ განაცხადა „სელფი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერია. 

„სელფი აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ მარათონის მხარდაჭერა. სელფი დიდი ხანია სთავაზობს მომხმარებლებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ეხმარება მათ აქტიური ცხოვრების წესის დაწყებაში და შენარჩუნებაში. თბილისიმარათონი კი ის ღონისძიებაა, რომელიც ამ სასარგებლო საქმესთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან საქველმოქმედო მისიასაც ატარებს“, - განაცხადა „სელფის“ ბრენდისა და მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეგი აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. თუმცა მასში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია. 

10კმ გარბენსა და ნახევარმარათონში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 16 წლის ზემოთ.

10 კმ. გარბენი

ორგანიზატორი უზრუნველყოფს დროის აღრიცხვას და სპეციალური მედალს მათთვის, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ფინიშერთა სია და პერსონალური სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. გარბენის დაიწყების დრო მალე განახლდება.

გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.

მნიშვნელოვანია!: თქვენ უნდა გაირბინოთ ის გარბენი რომელზეც ხართ დარეგისტრირებული, მორბენლები რომლებიც დარეგისტრირდებიან 10კმ-ზე და მსვლელობისას გადაწყვეტენ ნახევარმარათონის გარბენას არ ჩაეთვლებათ ნახევარმარათონის შედეგი.

მნიშვნელოვანია!: 
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ და გთხოვოთ ყურადღებით გაეცნოთ.

წლევანდელი თბილისიმარათონისათვის სამზადისი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად მოხმარდება შერჩეულ ბენეფიციარს.

ბავშვთა გარბენი

500 მ. გარბენი 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.

1.2 კმ. გარბენი 11-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.

თითო კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 250-მდე.

საასპარეზო ნომრების აღების დროსა და ლოკაციაზე ინფორმაცია მალე განახლდება.

სერთიფიკატი და დროის აღრიცხვა არ იქნება უზრუნელყოფილი. ყველა მონაწილე, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს, მიიღებს სპეციალურ მედალს. სტარტისა და ფინიშის ტერიტორიის მიმდებარედ ბავშვებისთვის მოწყობილი იქნება სპეციალური გასართობი კუთხე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები